ბაჟე (მეგრული)
მასალა:
ნიგოზი (გათეთრებული) 500გრ.
იმერული ზაფრანა 1 ს/კ.
წითელი დაფქვილი წიწაკა 1 ჩ/კ.
ნიორი 3–4 კბილი
თეთრი ღვინის ძმარი 1 ს/კ.
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
დაახლოებით 500 მლ. ნადგარი წყალი ავადუღოთ და გავაცივოთ. გათეთრებული
ნიგოზი გავატაროთ ნიორთან ერთად, დავუმატოთ მარილი, ზაფრანი, წიწაკა და კარგად
ავურიოთ ერთიანი მასის მიღებამდე. დავამატოთ გაცივებული წყალი, კარგად გავძრათ,
რათა სოუსმა მიიღოს არაჟნისებური სისქე, დავამატოთ ძმარი, გავსინჯოთ ბაჟე, თუ
მარილი და წიწაკა აკლია დავუმატოთ. ბაჟე სუფრაზე გავიტანოთ ცალკე ან მოვასხათ დაჭრილ ქათმის ხორცს ან თევზს.
რჩევა:
ტრადიციულად ნიგვზის მასას ხელით ზილავენ და ზეთი გამოჰყავთ, რომელსაც
შემდგომ მომზადებულ სოუს თავზე აპკურებენ. (სუნელებთან დაკავშირებით არსებობს აზრი
რომ, ზაფრანის გარდა აუცილებელია ქინძი, ზოგი კი უმატებს უცხო სუნელს, მაგრამ
ფიქრობენ რომ ეს სუნელები ნიგოზს გემოს უკარგავს. ერთადერთი დამატებითი კომპონენტი
რომლის დამატებაც ღირს ეს არის 1 ჩ/კ. ახალი ქინძის წვენი).
|