ბატკნის ჩიხირთმა
მასალა:
1კგ. ბატკნის ხორცი
3ც. კვერცხი
2-3 თავი ხახვი
150გრ. კარაქი
3 ს/კ. ფქვილი
2 კონა ქინძი
1 კონა კამა
1 კონა პიტნა
2 ჩ/კ. ყვითელი კოჭა (კურკუმა),
2 ჩ/კ. ყვითელი ყვავილი
ძმარი, მარილი და პილპილი – გემოვნებით.
მომზადება:
ბატკნის ხორცი დავჭრათ, დავასხათ დაახლოებით 3 ლ. წყალი და დავადგათ
ცეცხლზე. ხარშვისას მოვქაფოთ. ხახვი დავჭრათ და კარაქში მოვშუშოთ, ჩავუმატოთ კოჭა
და ყვითელი ყვავილი. კვერცხი გავთქვიფოთ ცოტაოდენ ძმართან და ფქვილთან ერთად და
დავუმატოთ იმდენი ბულიონი, რომ მივიღოთ თხელი არაჟნის სისქის მასა, წამოვადუღოთ და
თან გამუდმებით ვურიოთ. ადუღების შემდეგ კვერცხისა და ფქვილის კრემისებურ ნაზავს
შევურიოთ მოშუშული ხახვი, გავხსნათ დანარჩენ ბულიონში და წამოვადუღოთ, თან ვურიოთ.
როდესაც მოდუღდება, დავაყაროთ დაჭრილი მწვანილი და კიდევ ერთხელ წამოვადუღოთ.
მარილი, პილპილი და ძმარი გავუწყოთ გემოვნებით. შესაძლებელია ნედლი პიტნა
შევცვალოთ 2 ჩ.კ. მშრალი პიტნით.
|