ბატკნის ჩაქაფული
მასალა:
2 კგ. ბატკნის მკერდი
200გრ. კარაქი
300 მლ. წყალი
1/2 ლ-იანი ქილით ახალი მწვანე ტყემალი
6 კონა ტარხუნა
4 კონა ქინძი
2 კონა მჟაუნა
2 კონა წიწმატი
1 კონა ოხრახუში
4 კონა მწვანე ხახვი,
ცატაოდენი კამა და პიტნა, პილპილი და მარილი – გემოვნებით.
მომზადება:
დაჭრილი და გარეცხილი ხორცი დაჭრილ მწვანილთან და მწვანე ხახვთან
ერთად ფენა-ფენა ჩავაწყოთ ქვაბში, შიგადაშიგ მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ცოტა
მწვანილი მოვიტოვოთ ბოლოს ნედლად ზემოდან მოსაყრელად. დავასხათ წყალი და
წამოდუღებისთანავე ცეცხლს დავუწიოთ. ხორცი ნახევარზე მეტად რომ მოიხარშება,
დავაყაროთ ტყემალი და ცოტა მოგვიანებით -კარაქი. როდესაც კერძი თითქმის მზად
იქნება, მთელი მასა ხის კოვზით მსუბუქად ჩავკეპოთ და ძალიან დაბალ ცეცხლზე კიდევ
ცოტა ხანს ვადუღოთ.
|