ბანანი
ბანანი
(Musa), მრავალწლოვან
მცენარეთა
გვარი ბანანისებრთა ოჯახისა. მაღალი, ზოგჯერ გიგანტური ბალახია, რომელსაც ძლიერი ფესურა და მოკლე ღერო აქვს. ფოთლები დიდი ზომისაა, ხალთიანი, ქმნის მრავალშრიან მილისებრ ცრუ ღეროს, რომლის გავლით ჯერ ნორჩი ფოთოლი ამოდის, შემდეგ კი მტევნისებრი ყვავილედი. ყვავილები ერთსქესიანი და ორსქესიანია, ნაყოფი მოგრძო, მრავალთესლა, კენკრა, სქელკანიანი. კულტურული ჯიშებისა - ხშირად უთესლო, 15 სმ-მდე სიგრძის. მტევანში შეიძლება განვითარდეს
300-მდე ასეთი ნაყოფი, რომელთა საერთო წონა 50-60 კგ აღწევს. მსხმოიარობის შემდეგ ბანანის მიწისზედა ნაწილი ხმება. დაახლოებით
60-70 სახეობა
გავრცელებულია
აფრიკის, აზიისა და ავსტრალიის ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. ბანანი ერთ-ერთი უძველესი კულტურაა. მისი ნაყოფი ძვირფასი საკვები და საექსპორტო პროდუქტია. ბანანის კულტურული ფორმების ნაყოფი შედგება კანისა (40%) და ტკბილი ფქვილოვანი რბილობისაგან
(60%), რომელიცშეიცავს
14-22% შაქარს,
5,8% სახამებელსა
და 1,5%-მდე პროტეინს. ბანანის ნაყოფს იყენებენ როგორც ნედლად, ისე გამხმარს. მისგან ამზადებენ ბანანის ფქვილს, კონსერვს, მარმელადს, სიროფს, ღვინოს. ტექნიკური მცენარედ მოშენებულია საფეიქრო ანუ სართავი ბანანი (Musa
textilis), რომლის
ღეროსაგან
მზადდება მსუბუქი და მკვრივი ბოჭკო, ე. წ. მანილის ქერელი (აბაკა). მისგან ამზადებენ საზღვაო ბაგირებს, სათევზაო მოწყობილობას და სხვა. საქართველოსა და ყირიმის შავი ზღვის სანაპიროებზე, დეკორატიულ მცენარედ ხშირად კულტივირებულია იაპონური ბანანი (Musa
basjoo).
წყარო:
ka.wikipedia.org
|