ბამბუკის მჟავე
მასალა:
ბამბუკი
(ნედლი)
1 ჭიქა შაქარი
1,5 ლ. წყალი
1 ჭიქა ძმარი
შავი
პილპილი (მარცვლები) და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ნედლი
ბამბუკი გავასუფთაოთ, დავჭრათ მრგვალად 0,5 სმ. სისქეზე. მარილიან ადურებულ წყალში ჩავყაროთ დაჭრილი ბამბუკი, ვხარშოთ ადუღების შემდეგ 10–15 წუთი დაბალ ტემპერატურაზე. შემდეგ ბამბუკის ნახარშში დავუმატოთ 1 ჭიქა შაქარი, 2 ს/კ. მარილი, 1 ჭიქა ძმარი და შავი პილპილის მარცვლები. ჩავაწყოთ ბამბუკი სტერილიზებულ ქილებში, დავასხათ ცხელი მომზადებული ხსნარი და მოვხუფოთ.
(ამავე
მეთოდით ამზადებენ ბამბუკის ყლორტებისგან მჟავეს და ურევენ სხვადასხვა მწვანილებს, ამ დამწნილებულს ამზადებენ ნიგვზით, სუნელებით და ხახვით).
|