
ბადრიჯნის კატლეტი
მასალა:
ბადრიჯანი
1,5 კგ.
ყველი
150გრ. (აუცილებელი არ არის)
პურის
ფქვილი ან დაფქვილი სუხარი 150გრ. (ან რამდენიც დასჭირდება)
პური
2ც.
კარტოფილი
3ც.
ოხრახუში
1 კონა.
ქინძი
1 კონა.
ნიორი
4 კბილი
კვერცხი
1ც.
ხახვი
3 თავი
შავი
პილპილი, მარილი და წიწაკა გემოვნებით.
ზეთი
შესაწვავად.
მომზადება:
კარტოფილი
გავთალოთ და გავატაროთ. პური დავალბოთ წყალში, გავწუროთ და გავატაროთ. ბადრიჯანი გავასუფთავოთ (შეგვიძლია გავაკეთოთ კანიანად და უკანოდაც), დავჭრათ კუბიკებად და მოვაყაროთ ცოტა მარილი, ქვაბში ჩავასხათ ცოტა ზეთი, ბადრიჯანი ხელით გავწუროთ და ჩავყაროთ ქვაბში, დავამატოთ ნახევარი ჭიქა წყალი და ვთუშოთ დარბილებამდე
15–20 წუთი,
როდესაც ნახევრად მომზადდება დავამატოთ წვრილად დაჭრილი ქინძი და ოხრახუში, გადმოვიღოთ ჯამზე და გავაცივოთ, შემდეგ დავამატოთ გახეხილი ყველი, გატარებული პური, კარტოფილი, ხახვი, ნიორი და წიწაკა, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, ჩავახალოთ კვერცხი და კარგად ავურიოთ ერთიანი მასის მიღებამდე. მიღებული მასისგან გავაკეთოთ სასურველი ფორმები, ამოვავლოთ პურის ფქვილში და შევწვათ კატლეტი ორივე მხრიდან. (სურვილისამებრ შეგვიძლია გავაფორმოთ მწვანილით ოხრახუშით).
|