ბადრიჯანი ყველით და არაჟნით
მასალა:
ბადრიჯანი 4ც.
არაჟანი 300გრ.
ყველი (სულგუნი) 200გრ.
კარაქი 100გრ.
მოხარშული კვერცხი 2ც.
ტარხუნის ან პიტნის 3-4 ღერი
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ბადრიჯანი გავჭრათ შუაზე და ამოვაცალოთ გული, ისე რომ ნავის ფორმის
იყოს, მოვაყაროთ მარილი, მოვათავსოთ ფოლგაზე (ტყვიის ქაღალდზე) და გამოვაცხოთ
ნახევრად გაზქურაში 220 °С ტემპერატურაზე. მოხარშული კვერცხი წვრილად დავჭრათ,
შევურიოთ გახეხილი ყველი, წვრილად დაჭრილი მწვანილი, გამდნარი კარაქი, კარგათ
ავურიოთ და აღნიშნული მასა მოვათავსოთ ბადრიჯანზე. შემდეგ გამოვაცხოთ. სუფრაზე
მიტანის წინ მოვასხათ არაჟანი და გავაფორმოთ მწვანილით.
|