![](/4/674.jpg)
ბადრიჯანი პომიდვრის და ნივრის სოუსით
მასალა:
ბადრიჯანი 300გრ.
პომიდორი 200გრ.
ნიორი 2 კბილი
მზესუმზირის ზეთი 4 ს/კ.
ოხრახუში, კამა და რეჰანი
20გრ.
წითელი წიწაკა, შავი პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ბადრიჯანი დავჭრათ კუბიკებად, შევწვათ ზეთში. პომიდორი გავხეხოთ წვრილ
სახეხზე ან დავაბლენდეროთ. ნიორი დავჭრათ ან გავატაროთ, დავუმატოთ პომიდორი,
ჭვრილად დაჭრილი მწვანილები, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა და კარგად ავურიოთ. ბადრიჯანი
მოვათავსოთ მომზადებულ სოუსში, ავურიოთ და გავაჩეროთ 1 საათი. სუფრაზე გატანის წინ
ბადრიჯანი გავაფორმოთ მწვანილით.
|