ბადრიჯანი მწვანილისა და მაწვნის საკმაზით
მასალა:
1 კგ. ბადრიჯანი
1 კონა ქინძი
1 კონა რეჰანი
1 კონა ოხრახუში
1 ჭიქა გაწურული მაწონი
5-6 კბილი ნიორი
1ც. მწვანე წიწაკა
ზეთი შესაწვავად, მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ბადრიჯანი დავჭრათ მრგვლად, მოვაყაროთ მარილი და დავაყოვნოთ 20 წუთით,
შემდეგ გავწუროთ და შევწვათ ზეთში. მწვანილი და წიწაკა გავრეცხოთ, დავჭრათ და
შემდეგ ნიორთან ერთად დავნაყოთ, შევურიოთ მარილი და მაწონი. მომზადებული საკმაზი
ფენა-ფენა მოვასხათ შემწვარ ბადრიჯანს.
აჭარული (ბადრიჯანი
მაწონში)
1კგ. ბადრიჯანი გავფცქვნათ დავჭრათ დავაყარით მარილი და ცოტა
გავაჩეროთ, ამოვწუროთ, ტაფაზე მოვწვათ კარაქი და შიგ ჩავყაროთ ამოწურული ბადრიჯანი
, როცა შეწითლდება (ფერს შეიცვლის და დარბილდება) დავასხათ ნახევარ ლიტრა მაწონი
რომელშიც იქნება ჩაყრილი 2 კბილი ნიორი ამას ვასხამთჩხელ ტაფაზე და ვადუღებთ 3-4
წუთი (მეტი არა) შესაძლებელია მიირთვათ ცხლად ასევე ცივი.
|