ბადრიჯანი ძმარში
მასალა:
ბადრიჯანი 1 კგ.
მზესუმზირის ზეთი 1/2 ჭიქა
წითელი ღვინის ძმარი 1/2 ჭიქა
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ბადრიჯანი გავთალოთ, დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, მოვაყაროთ
მარილი და გავაჩეროთ 20–30 წუთი თავდახურულ ჭურჭელში, შემდეგ გავწუროთ ხელით და
შევწვათ ზეთში შეწითლებმდე. შეწვის შემდეგ ბადრიჯანი გავაცივოთ და მოვათავსოთ
ხრახნიან ქილაში, დავასხათ ძმარი და დავაფაროთ თავზე. შევინახოთ გრილ ადგილას.
ბადრიჯანი მზად იქნება 2–3 დღის შემდეგ.
|