![](/4/676.jpg)
ბადრიჯანი ბრინჯით და პომიდორით
მასალა:
ბადრიჯანი (პატარა) 8ც.
პომიდორი 6ც.
ხახვი 3ც.
მზესუმზირის ზეთი (რამდენიც დაჭირდება)
ქონდარი 2 ღერი
შავი პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
თითოეული ბადრიჯანი ჩავჭრათ შუაზე (სიგრძეზე), ბრინჯი ნახევრად
მოვხარშოთ მარილიან წყალში, შემდეგ წყალი
გადავაქციოთ და ბრინჯს დავუმატოთ შავი პილპილი. ბადრიჯანი გამოვტენოთ შეზავებული
ბრინჯით, შევწვათ ზეთში ორივე მხრიდან, ჩავაწყოთ ქვაბში, შემდეგ ხახვი დავჭრათ
წვრილად, შევწვათ ზეთში და მოვაყაროთ ბადრიჯანს, თავზე მოვაწყოთ კანგაცლილი
წვრილად დაჭრილი პომიდორი და დავასხათ ჭიქა ნახევარი წყალი. ვხარშოთ 15–20 წუთის განმავლობაში
და სანამ საბოლოოდ მზად იქნება მოვაყაროთ წვრილად დაწრილი ქონდარი.
|