ბადაგი
ახლად დაწურული თეთრი
ყურძნის ტკბილი წვენი ჩავასხათ ქვაბში, დავდგათ ცეცხლზე და ვადუღოთ, სანამ არ
განახევრდება. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი; როცა ყურძნის წვენი ოდნავ შესქელდება,
გავაცივოთ, ჩავსხათ ბოთლებში და ისე შევინახოთ. როცა მოგვესურვება თათარის
(ფელამუშის) მოდუღება, ავიღოთ ბადაგის ერთი ნაწილი და ორი ნაწილი წყალი, შევათბოთ,
ჩავყაროთ ფქვილი და ჩვეულებრივი წესით მოვადუღოთ თათარა.
|