ატმის კრამბლი
მასალა:
ფხვიერი მასა:
200-300გრ. ფქვილი
6-7 ს/კ. შაქარი
150გრ. მარგარინი.
გულსართი:
600გრ. კანგაცლილი, დაჭრილი ატამი
2 ს/კ. სახამებელი
3-4 ს.კ. შაქარი.
ცალკე - 100გრ. მარგარინი
შაქრის პუდრა.
მომზადება:
ფქვილსა და შაქარს დავასხათ დამდნარი მარგარინი და გავაკეთოთ ნაზი,
ფხვიერი მასა. ხილი დავჭრათ, ავურიოთ სახამებელი, შაქარი და მოვათავსოთ ცხიმწასმულ
ფორმაში, ზემოდან დავაწყოთ 50 გ დაჭრილი მარგარინი, შემდეგ ფხვიერი მასა და ბოლოს
კვლავ 50 გ დაჭრილი მარგარინი. ფორმა შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და
ვაცხოთ, სანამ ზემოდან არ შეიბრაწება. როდესაც კრამბლი მომზადდება, შევაგრილოთ და
მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
|