მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1366
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » აგვისტო » 23 » ასკილი
23:31
ასკილი


ასკილი

 

ასკილის ნაყოფი წარმოადგენს ვიტამინების ბუნებრივ კონცენტრატს. რბილობი შეიცავს ასკორბინის მჟავას (ვიტამინი С), რიბოფლავინს (ვიტამინი B2), ბეტა-კაროტინს (პროვიტამინი A), ფილოქინონს (ვიტამინი K), ბიოფლავონოიდებს (ვიტამინი P), ხოლო თესლიტოკოფეროლებს (ვიტამინი E), კაროტინს, სხვადასხვა მჟავებს. ხალხურ მედიცინაში ასკილის ნაყოფს იყენებენ სურავანდის, კუჭის, თირკმელების, ღვიძლის, ნაღველის დაავადების დროს. თესლის ნახარშს სვამენ თირკმელებისა და შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადებების შემთხვევაში. სამედიცინო პრაქტიკაში ასკილის ნაყოფი გამოიყენება ავიტამინოზის დროს, აგრეთვე როგორც ნაღველმდენი საშუალება, ბოლო ხანებში იყენებენ სკლეროზის საწინააღმდეგოდ. ნაყოფში დიდი რაოდენობით არსებული ასკორბინის მჟავა ხელს უწყობს ქოლესტერინის რაოდენობის შემცირებას სისხლში, ასკილი ასევე გამოიყენება ქოლეცისტიტების, ჰეპატიტებისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროსაც. უნდა გვახსოვდეს, რომ ასკილის ნაყოფის ნახარშების ან ნაყენების გამოყენება ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაუშვებელია მათთვის, ვისაც აქვს თრომბოფლებიტები. ასკილის ნაყოფის ნაყენის მოსამზადებლად 1 სუფრის კოვზი (20 გრ) დაქუცმაცებული ნაყოფი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ თავზე, ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წთ. გადმოიღეთ და გააჩერეთ 24 საათი, შემდეგ გაწურეთ, დალიეთ 1/4-1/2 ჭიქა 2-ჯერ დღეში. ასკილის თესლის ნახარშის მოსამზადებლად 1 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ თესლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. აადუღეთ 15 წუთი დაბალ ცეცხლზე, დადგით გასაცივებლად 2 საათი, გაწურეთ. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში, ჭამის წინ თირკმელებისა და შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადებების დროს. ფესვების ნახარში გამოიყენება შარდის ბუშტის ანთების შემთხვევაში, იგი მადის მომგვრელი და კარგი შემკვრელი საშუალებაა კუჭ-ნაწლავის აშლილობის დროს. 2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფესვებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი (მომინანქრებულ ჭურჭელში), ადუღეთ 15 წუთი ნელ ცეცხლზე, დადგით 2 საათი გასაცივებლად, გაწურეთ. დალიეთ 1/2 ჭიქა 4-ჯერ დღეში ჭამის წინ. ასკილის ნაყოფი გამოიყენება სხვადასხვა სამკურნალო მცენარეებთან ერთად ნაკრებებში, ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორებიცაა სისხლნაკლებობა, ავიტამინოზი, სხვადასხვა სახის სისხლდენები.

 

წყარო: ira-gar.blogspot.com

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 1445 | დაამატა: natia | ტეგები: ასკილი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: