არმანიაკი
არმანიაკი
სამართლიანად
ითვლება ერთ-ერთ უძველეს ფრანგულ სასმელად. ოფიციალურად მისი დაბადების წლად 1310 წელი ითვლება. სწორედ ის წელი, როცა ოზის მონასტრის აბატმა, ვინმე ვიტალ დიუფურმა დაწერა წიგნი ,,მათთვის, ვისაც ჯანმრთელობის შენარჩუნება და კარგ ფორმაში ყოფნა სურს”. წიგნში ავტორი ამ სასმელის ორმოც სასარგებლო თვისებას აღწერდა. დღეს ეს ისტორიული ნაშრომი ვატიკანის ბიბლიოთეკაშია დაცული. ამ ყურძნის კულტირება დაიწყო რომაელების ბატონობის დროს. სრულყოფილი განვითარების მნიშვნელოვან საფეხურებს კი მან წარმოების მხრივ, მე-17 საუკუნეში საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთით, ერთ-ერთ ისტორიულ პროვინციაში მიაღწია.არმანიაკს მხოლოდ საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში, გასკონიაში ხდიან. მის დასამზადებლად, აპელასიონის მკაცრი კანონების თანახმად, ოთხი ჯიშის ყურძენი გამოიყენება, ესენია: უნი ბლანი, ფოლ ბლანში, კოლომბარი და ბაკო-22. ბოლო დრომდე ო-დე-ვის აუცილებლად მუხის კასრში აყენებდნენ, მაგრამ ბაზარზე ახლა უკვე თეთრი არმანიაკიც გამოჩნდა – ახალგაზრდა დისტილატი, რომელიც ძირითადად კოქტეილების მოსამზადებლად გამოიყენება. კიდევ ერთი ღირსება არმანიაკისა გახლავთ ის, რომ თუ კონიაკში ფასობს მუდმივი ფიქსირებული არომატი, არმანიაკში - პირიქით, მისი არომატი და გემო წლების ცვალებადობასთან
ერთად იცვლება და ყოველ მიმდინარე წელს იგი ახალ-ახალ არომატს იძენს.კარგი არმანიაკი წარმოადგენს არომატების საინტერესო ნაირსახეობას, მასში შედის 7 სახეობის: ტყის თხილის, გარგრის, გვირილის, ციცხვის, ვანილის, შავი ქლიავის და წიწაკის არომატი. ეს ღირსეული სასმელი შემდეგი დასახელებებით გამოდის: Sabo,
blazon dor, marki de monteksiu, Janna, samalans, lafonten, sen-vivien და სხვა. ფრანგების ამბობენ: კონიაკი ჩვენ ვაჩუქეთ მსოფლიოს, არმანიაკი დავიტოვეთ ჩვენთვისარმანიაკის
700 წლისთავის
აღსანიშნავად
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ეწყობა დეგუსტაციები, პრეზენტაციები, გამოფენები, ფესტივალები თუ საზეიმო ვახშმები. ყველა ეს ღონისძიება მიმართულია იმისკენ, რომ არმანიაკის დამფასებლებმა უკეთ გაიცნონ როგორც ამ სასმელის წარმოების დეტალები, ისე გასკონიის კულტურა და ტრადიციები.
წყარო:
avtoradio.ge
|