არგენტინული ლუდი
არგენტინულ
ნაციონალურ
ლუდს
"კილმესს”
1888 წლიდან
აწარმოებენ.
მისი დაარსების ისტორია გერმანელ ემიგრანტს, ოტო ბემბერგს ეკუთვნის. ოტოს ოცნება იყო, რომ საკუთარი ლუდი ეწარმოებინა და მან ლუდის მწარმოებელი კომპანია 1880 წელს ჩამოაყალიბა. მის სათავეში დღემდე ბემბერგის შთამომავლები არიან და ოჯახურ ბიზნესს მშვენივრად უძღვებიან. ძალიან მალე ოტოს დაარსებული ლუდის ქარხნის ბიზნესი ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიად იქცია. 1920-იანი წლებისთვის
"კილმესი”
ყველაზე ცნობილი ლუდი გახდა ბუენოს-აირესში, მოგვიანებით კი მთელი არგენტინის ნაციონალური სიმბოლოც. მას ქვეყნის ლუდის ბაზარზე გაყიდვების 75% უჭირავს და ამჟამად არგენტინის ნაკრების სპონსორიცაა. ისევე როგორც, ფეხბურთელების მაისურები, ლუდის ეტიკეტიც ღია ცისფერი და თეთრია. 2005 წლიდან "კილმესს” ქარხნები აქვს არგენტინის სხვადასხვა ქალაქებში. გარდა ამისა, ოფიციალური მონაცემებით მისი ექსპორტი პერუში, ეკვადორში, მექსიკაში, კოსტა-რიკაში, უერტო-რიკოში, ამერიკაში, ესპანეთში, დომინიკის რესპუბლიკაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, იტალიასა და ავსტრალიაში ხორციელდება. მსოფლიო მასშტაბით წელიწადში 17 მილიონი ჰექტოლიტრი
"კილმესი”
იყიდება.
წყარო:
avtoradio.ge
|