არაქისი ანუ (მიწის თხილი)
არაქისი
ანუ მიწის თხილი (Arachis
hypogaea) პარკოსანთა
ოჯახის მცენარეა, გავრცელდა სამხრეთ ამერიკიდან. არაქისი ერთწლოვანი ანი ბალახოვანი მცენარეა, რომელსაც რამდენიმე ღერო აქვს. ძირითადი ღერო სწორმდგომია, სხვები მიწაზე გართხმული, სიგრძით აღწევს 30 - 50 სმ (1 - 5 ფუნტი). ფოთლები თანმიმდევრობითაა
განლაგებული,
ფრთისებურ
- ფოთლოვანია ოთხი ფურცლით (ორი მოპირდაპირე წყვილი), თითოეული ფურცელი 1 - 7 - სმ (3/8 - 2 და 3/8 დიუმი) სიგრძისა და 1 - 3 - სმ (3/8 - 1 დიუმი) სიგანისაა. ფოთლები გრძელ ყუნწზე ზის, უხვადაა შებუსვილი. ყვავილები ფორმით ტიპიური სურნელოვანი ბარდას მსგავსია, 2 - 4 სმ დიამეტრით,
ყვითელი ფერის მოწითალო ძარღვებით. მტევნებადაა თავმოყრილი და ფოთლების უბეებშია განთავსებული. დამტვერვის შემდეგ ქვედა ყვავილების განაყოფიერების ნასკვი - ჰინოფორი იწყებს ზრდას, მისი ყუნწი მიემართება ქვევით და ჩადის
ნიადაგში
8-10 სმ სიღრმეზე. ნაყოფი ვითარდება 3 - 5
სმ (1 - 2
დიუმი) სიგრძის პარკად, რომელიც შეიცავს 1 - 4 თესლს. ნაყოფი მწიფება მიწის ქვეშ. ნაყოფი 6-8 სანტიმეტრამდე სიგრძის პარკია, რომელშიც 5-მდე თესლია
განთავსებული.
არაქისის სამშობლოდ ბრაზილია ითვლება, თუმცა მისი ველური ფორმები არაა ნაპოვნი. არაქისი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ზეთოვანი კულტურაა. . აშენებენ ტროპიკულ და სუბტროპიკულ
ქვეყნებში,
განსაკუთრებით
აფრიკაში,
ჩინეთში, ინდოეთში. მე-20 საოკუნეში აშენებდნენ საქართველოსა და აზერბაიჯანში
და არაერთი ჯიში იყო დარაიონებული. საქართველოს ბაზარს ამჟამად, ძირითადად აზერბაიჯანი ამარაგებს, თუმცა თანდათან ადგილობრივი პლანტაციებიც ჩნდება.
ცოტაა მცენარე, რომლისთვისაც იმდენი ჯიშები იყოს გამოყვანილი, როგორც არაქისისათვის. დღეისათვის სხვადასხვა გეოგრაფიულ პირობებზსა თუ გამოყენების სპეციფიუპი ტიპებისათვის ათასობით ჯიშია შექმნილი. ყველაზე პოპულარულია მცენარის ოთხი ძირითადი კულტურული ჯგუფი:
. ესპანური
. რანერი
. ვირჯინია
. ვალენსია
არსებობს აგრეთვე სახეობებიც - წითელი ტენისსი და თეთრი ტენისსი. არაქისის კულტურულ ჯიშებს უპირატესობა ენიჭებათ მათი სპეციფიური გამოყენებისათვის რენტაბელობის, სხვადასხვა არომატის, ცხიმოვანი შემადგენლობის, ზომის, ფორმის და დაავადებებისადმი წინააღმდეგობის გაწევის უნარის მიხედვით. არაქისის უმეტესობა, რომელიც ამერიკასა და ევროპაში ნაჭუჭიანად იყიდება, მიეკუთვნება ვირჯინიის ან ვალენსიის ტიპებს.ვალენსიური ჯიში უფრო დიდია და მიმზიდველი ნაჭუჭი აქვს. არაქისის ესპანური ტიპი გამოიყენება უმთავრესად თხილიანი კამფეტების, მარილიანი თხილისა და არაქისის ზეთის დასამზადებლად. რანერის ტიპის თხილის უმეტესობა გამოიყენება არაქისის ზეთის წარმოებაში. სხვადასხვა ჯიშები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ღეროს სახითა და სიგრძითაც. ზრდის სახის მიხედვით არსებობს არაქისის ორი ძირითადი ტიპი - სწორმდგომი და გართხმული.. სწორმდგომი ვერტიკალურად იზრდება, ხოლო გართხმული მიწასთან ახლოს. ყოველწლიურად გამოყავთ არაქისის ახალი ჯიშები. ეს დაკავშირებულია ამ მცენარის ახალ კლიმატურ სარტყლებში შეტანასთან,ჩარგვის ნორმების რაციონალიზაციასთან, სათესი მანქანების, კომბაინების, მოწყობილობების, საშრობის, ლეწვისა და გასაღების ბაზრების ცვლილებებთან. ესპანური ტიპის პატარა არაქისი მოყავთ სამხრეთ აფრიკაში, და ამერიკის სამხრეთ - დასავლეთსა და სამხრეთ - აღმოსავლეთში.1940 წლამდე ჯორჯიაში მოყვანილი არაქისის 90% , მიეკუთვნებოდა ესპანურ ტიპს, მაგრამ თანდათან მას სხვა, უფრო დიდ - ნაყოფიანი, მაღალმოსავლიანი, დაავადებებისადმი მედეგი ჯიშები ჩაენაცვლა.არაქისის ესპანურ ჯიშს აქვს ცხიმის უფრო მაღალი შემცველობა, ვიდრე არაქისის სხვა ტიპებს. აშშ - ში ესპანური ჯიში დომინირებს ოკლახომის შტატსა და ტეხასში.
ესპანური ჯგუფი
ესპანური ტიპის პატარა არაქისი მოყავთ სამხრეთ აფრიკაში, და ამერიკის სამხრეთ - დასავლეთსა და სამხრეთ - აღმოსავლეთში.1940 წლამდე ჯორჯიაში მოყვანილი არაქისის 90% , მიეკუთვნებოდა ესპანურ ტიპს, მაგრამ თანდათან მას სხვა, უფრო დიდ - ნაყოფიანი, მაღალმოსავლიანი, დაავადებებისადმი მედეგი ჯიშები ჩაენაცვლა.არაქისის ესპანურ ჯიშს აქვს ცხიმის უფრო მაღალი შემცველობა, ვიდრე არაქისის სხვა ტიპებს. აშშ - ში ესპანური ჯიში დომინირებს ოკლახომის შტატსა და ტეხასში. მცენარის ესპანური ჯგუფის კულტურული ჯიშებს მიეკუთვნება :'Dixie Spanish', 'Improved Spanish 2B', 'GFA Spanish', 'Argentine', 'Spantex', 'Spanette', 'Shaffers Spanish', 'Natal Common (Spanish)', 'White Kernel Varieties', 'Starr', 'Comet', 'Florispan', 'Spanhoma', 'Spancross', 'OLin', 'Tamspan 90', 'Spanco' и 'Wilco I'.
რანერის ჯგუფი
აშშ - ს სამხრეთ - აღმოსავლეთში , ჯორჯიაში, ალაბამაში, ფლორიდასა და სამხრეთ კაროლინაში რანერის ტიპის ჯგუფი დომინირებს. იგი უფრო მეტი მოსავალს იძლევა და შეწვისას უკეთეს თვისებებს ავლენს. უპირატესობა ვლინდება ზეთის გამოხდისა და მარილიანი არაქისის დამზადებისას. რანერის კულტურული ჯიშებს მიეკუთვნება: 'Southeastern Runner 56-15', 'Dixie Runner', 'Early Runner', 'Virginia Bunch 67', 'Bradford Runner', 'Egyptian Giant' (also known as 'Virginia Bunch' and 'Giant'), 'Rhodesian Spanish Bunch' (Valencia and Virginia Bunch), 'North Carolina Runner 56-15', 'Georgia Green', 'Flavor Runner 458', 'Tamrun OL01', 'Tamrun OL02' and 'AT-108'.
ჯგუფი ვირჯინია
ვირჯინიაში, ჩრდილოეთ კაროლონაში, ტენესის შტატსა და ჯორჯიის ნაწილში, ამ ჯგუფის არაქისის პოპულარობა იზრდება.მას ბაზარი დასამარილებლად, საკონდიტრო ნაწარმისათვის და ნაჭუჭში შესაწვავად ითხოვს. ვირჯინიის ჯგუფის არაქისი იზრდება მოიცავს როგორც სწორმდგომ, ასევე გართხმულ ჯიშებს. სწორმდგომი ჯიში ტიპი იზრდება ვერტიკალურად. იგი აღწევს 45 - 55 სმ სიმაღლეს (18 - 22 დიუმი), და იტოტება 70 - 80სმ - ზე პარკები განლაგებულია მცენარის ფუძიდან 5 - 10 სმ - ზე.
ვალენსიური ჯგუფი
ვალენსიური ჯგუფის არაქისი - დიდი ზომისაა, აქვს მოწითალო ღეროები და ბევრი ფითოლი. იგი ძირითადად აღმოსავლეთ ნიუ - მექსიკოში მოყავთ. ითვლება, რომ ეს ჯიშები საუკეთესოა მოხარშული არაქისისათვის ისინი შედარებით მაღალნი არიან, 125 სმ (50 დიუმი), და იტოტებიან 75 სმ - ზე (30 დიუმი). პარკების უმრავლესობა ჯგუფდება მცენარის ფუძის გარშემო, და მხოლოდ ცოტა მათგანი იმყოფება რამოდენიმე დიუმის დაშორებით. ვალენსიური ტიპი სამთესლიანია, გლუვი ზედაპირის, თესლებს შორის ჩაღრმავებების გარეშე. თესლები ოვალურია და პარკებში ძალიან მჭიდროდ არიან მოთავსებულნი.
ნედლეული
მოსავალს იღებენ შემოდგომაზე. არება შეიძლება ხელით ან ძირხვენების ასარები ნებისმიერი მანქანით. შეშრობის შემდეგ პარკების თხელ ბუდეს ამტვრევენ და თესლებს აცლიან.თესლებს აკრავს წითელი ან ყავისფერი თხელი გარსი, რომელიც მოხალვისას თვითონ სცილდება. თესლი ორლებნიანია, ღია ყვითელი, უენდოსპერმო. თესლებს აშრობენ. ხალავენ, აქუცმაცებენ და ხდიან ზეთს. სამედიცინო ზეთი მიიღება ცივი დაწნეხვით. მთელი ეს პროცესი, მინი-საწარმოო ხაზების ფარგლებში მთლიანად ავტომატიზებულია. მექანიზებულია არაქისის მოყვანის საველე სამუშაოებიც. არაქისის თესლების შემადგენლობის შესახებ სამეცნიერო ლიტერატურასა და ბიზნეს-კატალოგებში სხვადასხვა, მკვეთრად განსხავავებული ინფორმაციაა- შემადგენლობა ძლიერ მერყეობს ჯიშებისა და მოყვანის პირობებიდან გამომდინარე.
თესლები შეიცავენ:
- ცხიმოვან ზეთს 45-55%
- სახამებელს 20%
- ცილებს 37%,
- გლობულინებს 17%, არაქინს და კონარაქინს, ვიტამინებიდან B1,B3,E, ტრიტერპენულ საპონინებს, ამინომჟავებს, პურინებს, ფენოლკარბონის მჟავებს, ლეიკოანიოციანიდინს, დეიკოდელფინიდინს.
არაქისის ზეთი მოყვითალო სითხეა, უშრობი. იოდის რიცხვი 83-103, მასში დადგენილია ლინოლის (15-20%), ოლეინის, ლაურინის, მირისტინის, ეიკოზეინის, ცერინის და სპეციფიკური - ჰიპოგეის მჟავის გლიცერიდები; ნაჯერი რიგირს ცხიმოვანი მჟავები ზეთში 20%, მათგან არის სტეარინის, პალმიტინის, არაქინის." რაფინირებული არაქისის ზეთი - Oleum Arachoidis, მიღებული ცივი დაწნეხვით , ფარმაციაში გამოიყენება ნუშის, ატმის, ზეითუნის ზეთების შემცვლელად. ჰიდროგენიზაციის შემდეგ კი მას იყენებენ ფუძედ სუპოზიტორიებისა და მალამოს მოსამზადებლად. კლინიკურ პრაქტიკაში გამოიყენება პედიატრიაში ჰემორაგიული დიათეზის საწინაღმდეგოდ. თესლებიდან ამზადებენ ემულსიას.
წყარო: medgeo.net
|