აფხაზური (ყველიანი მჭადპურა)
მასალა:
პურის ფქვილი 250გრ.
სიმინდის ფქვილი 250გრ.
მაწონი მოსაზელად.
ყველი 500გრ.
კვერცხი წასასმელად.
მომზადება:
პურის და სიმინდის ფქვილი მოვზილოთ მაწვნით, ამოვაგუნდავოთ, ცოტა ხანს გავაჩეროთ ასაფუებლად, გავაბრტყელოთ, ნახევარი დავდოთ ცხელ
კეცზე ან ტაფაზე, მოვაყაროთ დაჭყლეტილი ყველი, დავაფაროთ მეორე ნახევარი. თავზე
წავუსვათ ათქვეფილი კვერცხი. ან ყველს მოვასხათ კვერცხი და ტაფა შევდგათ ცხელ
ღუმელში.
|