აფხაზური მწვადი
მასალა:
ცხვრის
ხორცი 600გრ.
ცხვრის
ელენთა და ღვიძლი 400გრ.
ცხვრის
დუმა 150გრ.
ხახვი
100გრ.
კოწახური 3/4 ჩ/ჭ.
მარილი
და მწვანილი გემოვნებით.
მომზადება:
მსუქანი
ცხვრის ხორცი დავჭრათ პატარ-პატარა ნაჭრებად. იმავე ზომაზე დავჭრათ ღვიძლი, ელენთა და დუმა. ყველაფერი ეს მარილმოყრილი წამოვაგოთ შამფურზე და შევწვათ. სუფრაზე მივიტანოთ შემწვარი მწვადის ნაჭრები, ალყად დაჭრილი ხახვით, წვრილად დაჭრილი ოხრახუშით და კოწახურით ან ბროწეულის მარცვლებით მოყრილი.
|