აფხაზური ხაჭაპური (აჩმა)
მასალა:
კვერცხი 5ც.
წყალი 1 ჩ/ჭ.
კარაქი 300-500გრ.
ფქვილი რამდენსაც შეიზელს
ყველი 1კგ.
მომზადება:
კარგად გავთქვიფოთ კვერცხები, დავამატოთ ერთი ჭიქა წყალი, უმაღლესი
ხარისხის ფქვილი და მოვზილოთ მაგარი ცომი. ცომი გავყოთ ექვს ნაწილად (ერთი ნაწილი
შედარებით დიდი უნდა იყოს), შევდოთ მაცივარში დაახლოებით ერთი საათი. ქურაზე
დავდგათ ფართოპირიანი თასი, ჩავასხათ წყალი და ავადუღოთ, შევაზავოთ ცოტა მარილით. ცომის
ერთი ნაწილი კარგად გავაბრტყელოთ თუნუქის ფურცლის ზომაზე (რაც შეიძლება სიფრიფანა
უნდა იყოს), ჩავდოთ ადუღებულ წყალში, გავაჩეროთ 1-2 წუთი, ამოვიღოთ ადუღებული
წყლიდან და იმავე წუთში უნდა ჩავდოთ ცივ წყალში ერთი წამით, ამოვიღოთ, დავწუროთ
ხელით ზედმეტი წყლისაგან; დავდოთ წინასწარ მომზადებულ კარაქწასმულ თუნუქის
ფურცელზე და ზემოდან წავუსვათ კარაქი. ასე გავიმეოროთ ექვსივე ცომის გუნდის
გაბრტყელება და მოხარშვა. უმარილო ჭყინტი ყველის ან სულგუნისგან წინასწარ მოვამზადოთ გულსართი
(დავფხვნათ ან დავჭრათ თხელ ნაჭრებად). დავდოთ ორი ფენა ცომი. მოვაყაროთ ყველი ,
ზემოდან ისევ ორი მოხარშული , კარაქწასმული ცომი. ბოლო ფენა უნდა იყოს ყველაზე
დიდი. ამოვუკეცოთ გვერდები ცომს, ზემოდან წავუსვათ კვერცხის გული ან არაჟანი და
შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად.ასეთი ხაჭაპური შეიძლება წინასწარ გამოცხობამდე
დავჭრათ ულუფებად და ისე გამოვაცხოთ.
მეორე ვარიანტი
მასალა:
ცომი:
წყალი 2 ჭიქა
კვერცხი 4ც.
მარილი 1,5 ჩ/კ.
პურის ფქვილი რასაც შეიზელს.
შიგთავსი:
მარგარინი 250–500გრ.
ყველი 1კგ. (გავხეხოთ).
მომზადება:
კვერცხი ავთქვიფოთ, დავასხათ ნელთბილი
წყალი, დავამტოთ მარილი, პურის ფქვილი და მოვზილოთ ცომი (ცომი უნდა გამოვიდეს
რბილი). მომზადებული ცომი გავყოთ 9 ნაწილად,
თითოეული ნაწილი გავაბრტყელოთ
ცალ–ცალკე (ცომის 7 ნაწილი უნდა მოვხარშოთ, ხოლო 2 ნაწილი უნდა გამოვიყენოთ უმად),
ცომის ერთი ნაწილი (უმი) მოვათავსოთ ზეთწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე, ისე რომ ცომის
გვერდები გადმოვიდეს ფორმის ირგვლივ, შემდეგ ცალკე ქვაბში ავადუღოთ წყალი ჩავყაროთ
მარილი და კარგად ავურიოთ, ჩავდოთ მასში 1ც. გაბრტყელებული ცომი და გავაჩეროთ
დაახლოებით 2 წუთი, შემდეგ ბრთხილად გადმოვიღოთ მოხარშული ცომი ცივ წყალში, კარგად
გავწუროთ ხელით, მოვათავსოთ ცომდაფარებულ გამოსაცხობ ფორმაზე,(დანარჩენი 6 ცომიც
მოვხარშოთ ზემოთაღნიშნული მეთოდით) წავუსვათ გამდნარი მარგარინი, დავაფაროთ მეორე
მოხარშული ცომი, წავუსვათ კვლავ მარგარინი, დავაფაროთ მესამე მოხარშული ცომი,
მოვაყაროთ გახეხილი ყველის ნახევარი, დავაფაროთ მეოთხე მოხარშული ცომი, წავუსვათ
მარგარინი, დავაფაროთ მეხუთე მოხარშული ცომი, წავუსვათ მარგარინი, დავაფაროთ
მეექვსე მოხარშული ცომი, მოვაყაროთ დარჩენილი ყველი, დავაფაროთ მეშვიდე მოხარშული
ცომი, წავუსვათ მარგარინი, შემდეგ გადავაფაროთ უმი ცომი, კარგად გადავუკეცოთ
გვერდები, წავუსვათ მარგარინი, დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად და გამოვაცხოთ
არღუმელში.
|