აფხაზური (აყრდცა _ ლობიოს შეჭამანდი)
მასალა:
ლობიო 100გრ.
ხახვი 2–3 თავი
ნიახური 1 ძირი
ოხრახუში 1 ძირი
სიმინდის ფქვილი 1 ს/კ.
მწვანე ხახვი 2 ძირი
ნიორი 2–3 კბილი
ქინძი, კამა, წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
100გრ. ლობიოს ადუღებისთანავე წყალი გამოუცვალეთ და ნელ ცეცხლზე
ხარშეთ. ჩაახარშეთ 2-3 თავი დაკეპილი ხახვი, 2-3 ძირი ოხრახუში, 1 ძირი ნიახური.
გადმოდგმამდე 5-7 წუთით ადრე შეანელეთ ცხიმში მოშუშული 1 ს/კ. სიმინდის ფქვილით,
დაკეპილი მწვანე ხახვით, დანაყილი 2-3 კბილი ნივრით, დაკეპილი ქინძით და კამით. ამ
წვნიანს ძალიან უხდება დაკეპილი დუმა.
|