აფხაზური (აჩაშვ _ ყველიანი კვერი)
მასალა:
ცომი:
პურის ფქვილი 3,5 ჩ/ჭ.
რძე 1 ჩ/ჭ.
კვერცხი 1ც.
კარაქი 50გრ.
საფუარი (დროჟი) 1 ს/კ.
შიგთავსი:
ყველი 350გრ.
კარაქი 50გრ.
კვერცხი 1ც.
მომზადება:
პურის ფქვილს დავამატოთ გამდნარი კარაქი, ათქვეფილი კვერცხი, საფუარი, დავასხათ რძე და მოვზილოთ ცომი. დავდგათ ასაფუებლად 2–3 საათით. როცა ამოფუვდება, ცომი თხლად გავაბრტყელოთ, ამოვჭრათ 4 სმ-იანი
რგოლები, დავდოთ თითოეულზე თითო ს/კ. გულსართი და კარგად შევაწებოთ. შევწვათ მდუღარე
ზეთში ან კარაქში. მივირთვათ თაფლით ან მაწვნით.
შიგთავსის მომზადება:
ყველი, კარაქი და კვერცხი კარგად ავზილოთ.
|