ანანასის ჯემი
მასალა:
ახალი
ანანასის რბილობი 500გრ.
შაქარი 250გრ.
ჟელფიქსი
(Желфикс ) 3,5 ჩ/კ.
ვანილის
ღერო 1ც. (ან ჩვეულებრივი)
ანისულის
ვარსკვლავი
1ც.
მომზადება:
1 ს/კ.
შაქარი შევურიოთ ჟელფიქსს. ანანასი დავჭრათ პატარა ნაჭრებად, დავუმატოთ დარჩენილი შაქარი, ანისული 1ც. ვანილის ღერო დავტეხოთ, დანით ამოვაცალოთ თესლი და დავაწყოთ ანანასთან, ღეროსთან ერთად. დავდგათ გაზქურაზე დაბალ ტემპერატურაზე, ვურიოთ, მივიყვანოთ ადუღებამდე და ვხარშოთ 15 წუთი. დავუმატოთ შაქართან შერეული ჟელფიქსი და ვხარშოთ ორი წუთი. ამოვიღოთ ანისული და ვანილის ღერო, ჩავასხათ ცხლად ქილაში. (თუ ჟელფიქს არ გამოვიყენებთ ჯემი ვხარშოთ 1 საათი და მოხარშვამდე 20 წუთით ადრე დავამატოთ ვანილი და ლიმონის წვენი). (სურვილისამებრ ხარშვის ბოლოს შეგვიძლია ჯემს დავუმატოთ 1ც. ლიმონის წვენი). აღნიშნული მასალით გამოდის 500 მლ. ჯემი.
|