ამოლესილი ლობიო
მასალა:
ხმელი ლობიო 600გრ.
ხახვი 100გრ.
ნიორი, ქინძი, სამშურა 1,5 ჩ/კ.
წიწაკა 1ც.
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ხმელი ლობიო დავალბოთ წყალში 3-4 საათის განმავლობაში და შემდეგ
ვადუღოდ. პირველ ანადუღარ წყალს გადავაქცევთ და ახალ წყალში ვადუღებთ მანამ, სანამ
მარცვლები არ დარბილდება. შემდეგ ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი ზეთში მოშუშული ხახვი.
დავამატოთ რეჰანი, წიწაკა, ქინძი და ნიორი. ლობიოს ნახარში წყალი გადავწუროთ და
დარჩენილი ლობიო ამოვლესოთ. თუ მასა სქელი გამოვა, მაშინ ლობიოს ნახარშს
დავუმატებთ. ბოლოს, ლობიოს დავუმატებთ
მარილს, ძმარს ან ტყემალს.
|