ამარული
ერთ-ერთი ცნობილი სასმელი "ამარული”, გადმოცემის თანახმად ზიმბაბველების მიერაა შექმნილი. ლეგენდას თუ დავუჯერებთ, ამ სასმელს, ერთ-ერთი ტომის მამაკაცები საყვარელ ქალბატონს საჩუქრად უძღვნიდნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ მას იმ ქალბატონზე დაქორწინება სურდა. თუ ქალი სასმელს მიირთმევდა, ესე იგი თანახმა იყო. ამიტომ ტომის ბინადრები ცდილობდნენ, ლიქიორი ისეთი არომატით შეექმნათ, რომ ქალს მის დაგემოვნებაზე უარი ვერ ეთქვა. სასმელის ძირითადი შემადგენლობა შაქარი, ხილი და ნაღები გახლავთ. სახელწოდება კი აფრიკული ხისგან, მარულასგან მოდის. სასმელის დისტრიბუცია საზღვარგარეთ მხოლოდ 1989 წლიდან დაიწყო. მისი გემო საკმაოდ სასიამოვნო გახლავთ და ძალიან გემრიელი დასალევიცაა.
"ამარულა”
მსოფლიო პოპულარობისა და გაყიდვების მიხედვით, მეორე ადგილზეა ბეილისის შემდეგ. განსაკუთრებული პოპულარობით კი ბრაზილიაში სარგებლობს, აფრიკაზე ხომ საერთოდ საუბარი არაა. ამ ბოლო დროს "ამარულას” წარმოება ამერიკაშიც დაიწყეს. ლიქიორმა ძალიან მალე გაყიდვების თვალსაზრისით რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და საკმაოდ პოპულარულიც გახდა.
წყარო:
avtoradio.ge
|