ალუბლის ვარენიკები
მასალა:
ცომი:
არაჟანი
200გრ.
სოდა
1/3ჩ/კ.
მარილი
1/2ჩ/კ.
შაქარი
1ჩ/კ.
ფქვილი
16 (+3) ს/კ.
კვერცხი
1ც.
შიგთავსი:
ალუბალი 60გრ.
შაქრის
პუდრა 50გრ.
შაქარი
30გრ.
მომზადება:
არაჟანთან
ერთად ავთქვიფოთ სოდა, დავამატოთ მარილი, შაქარი, კვერცხი, ფქვილი და მოვზილოთ ცომი. ალუბალი გავრეცხოთ, გამოვაცალოთ კურკა და ამოვავლოთ შაქარის პუდრაში, შემდეგ მომზადებული ცომი გავაბრტყელოთ, ჭიქით ან ფორმით ამოვჭრათ პატარა რგოლები, თითოეულ რგოლზე მოვათავსოთ 2 ცალი ალუბალი (სურვილისამებრ შეგვიძლია ალუბლის რაოდენობა გავზარდოთ), გვერდები გადავუკეცოთ და მოვხარშოთ მარილიან წყალში. მომზადებულ ვარენიკებს მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
|