მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1366
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » აგვისტო » 24 » ალავერდობა
12:46
ალავერდობა


ალავერდობა

 

ალავერდობა უძველესი რელიგიური დღესასწაულია. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ღირსი აბბა იოსებ ალავერდელის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა იოსებ ალავერდელი ცამეტ ასურელ მამასთან ერთად საქართველოში მე-6 საუკუნეში შემოვიდა. წმ. იოსები ღვთის ნებით კახეთის იმ ადგილას დაემკვიდრა, სადაც დღეს ალავერდელის ტაძარია. ალავერდი უდაბური, მიუვალი და უნაყოფო ადგილი იყო. დიდი შრომის შემდეგ მამა იოსებმა ააგო ალავერდის ტაძარი და საფუძველი დაუდო ალავერდის მონასტრის აგებას. წმ. იოსების ღვაწლით ამ მხარეში ურწმუნოება აღმოიფხვრა და ღვთისმსახურება განმტკიცდა. წმ. მამა მისივე აგებულ ტაძარშია დაკრძალული და მის საფლავზე მრავალი სასწაული აღესრულება. ალავერდობა, მოსავლის დღეობა, დაკავშირებული ჭირნახულის მოწევასა და დაბინავებასთან. იმართება ალავერდის ტაძრის კარზე, ალავერდის მონასტრის დამაარსებლის იოსებ ალავერდელის სახელზე. იწყებოდა 29 სექტემბერს და გრძელდებოდა სამ კვირას. სამსაფეხურიანი ციკლი (თავი ალავერდობა, შუა ალავერდობა და ბოლო ალავერდობა) უკავშირდებოდა წინაქრისტიანულ რწმენა-წარმოდგენებს, კერძოდ, მთვარის კულტს. ალავერდობაზე ღამის თევით მოდიოდნენ მლოცველები გარეკახეთიდან, ქიზიყიდან, ერწო-თიანეთიდან, ფშავ-ხევსურეთიდან, აგრეთვე მეზობლად მოსახლე ქისტები, დაღესტნელები და ელები. ალავერდობასთან დაკავშირებული იყო ტრადიციული ბაზრობა, რომელმაც XIX საუკუნის II ნახევრიდან ფართო ხასიათი მიიღო. გასაყიდად შემოჰქონდათ სამრეწველო საქონელი, შინასამრეწველო ნაწარმი, მესაქონლეობისა და მიწათმოქმედების პროდუქტები.

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 1731 | დაამატა: natia | ტეგები: ალავერდობა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: