ალადები არაჟნით
მასალა:
2ც. საშუალო ზომის კვერცხი
1 ჩ/ჭ. შაქარი
200გრ. არაჟანი
100გრ. მაწონი
1 ჩ/კ. სოდა (კახელები
გაცანცარებულს ეძახიან) ძმრით
500–600გრ. ფქვილი
ვანილი.
მომზადება:
კარგად გავთქვიფოთ
კვერცხები შაქართან ერთად, შევათქვიფოთ არაჟანი, მაწონი და სოდა ძმრით, დავუმატოთ
ფქვილი და ვანილი, მასა უნდა იყოს თხელი არაჟნის კონსისტენციის, ისე რომ ადვილად
დაიღვაროს ტაფაზე. (ზეთი რაც შეიძლება ნაკლები გამოვიყენოთ რათა ძალიან ცხიმიანი
არ გამოვიდეს). ტაფაზე დავასხათ ისე რომ მივიღოთ საშუალო ზომის ალადი, ფაქტიურად
ერთი ადამიანის სამყოფი. გამოცხობის შემდეგ სურვილისამებრ დავასხათ არაჟანი და
ცოცხალი ხილი ან ჯემი.
|