აჯიკიანი საქონლის ხორცი
მასალა:
რბილი საქონლის ხორცი 1კგ.
ქინძი 1 კონა
აჯიკა 1 ს/კ.
ძმარი და მარილი გემოვნებით
ბროწეულის მარცვლები მოსაყრელად.
მომზადება:
1 კგ დაჭრილი
რბილი ხორცი და ცხიმი თავდახურული მოშუშეთ თუჯის ქვაბში, შეანელეთ 1 კონა ძმარში გახსნილი მარილთან ერთად დანაყილი ქინძით, 1 ს/კ აჯიკით, სუფრაზე მირთმევისას მოაყარეთ ბროწეულის მარცვლები და მიაყოლეთ კოწახურის საწებელი.
|