აჭარული ხაჭაპური
მასალა:
100გრ. ფქვილი
50გრ. წყალი ან რძე
2გრ. საფუარი
35გრ. ყველი
2ც. კვერცხი
20გრ. კარაქი
40გრ. ხაჭო.
მომზადება:
ცომის მოსამზადებლად საჭიროა ავიღოთ 2 ჩაის ჭიქა სითხე (რძე ან წყალი,
ან რძიანი წყლით), გავათბოთ (დაახლოებით 30 გრადუსამდე), გავხსნათ შიგ საფუარი,
დავამატოთ კვერცხი, ფქვილი და მოვზილოთ ცომი. სანამ ცომი ცარგად გაფუვდება,
მოვამზადოთ ყველის გულსართი. ამისათვის ავიღოთ ახალი ყველი, დავჭყლიტოთ ხელით,
ავურიოთ კვერცხი, შეიძლება ახალი ხაჭოც ავურიოთ. მოვჭრათ ცომი, დაახლოებით 200
გრამი, გავაბრტყელოთ 2-3 სანტიმეტრის სისქემდე, მივცეთ ოდნავ მოგრძო ფორმა, დავდოთ
ყველის გუსართი ისე, რომ ირგვლივ სამი სანტიმეტრი ცარიელი დარჩეს. შემდეგ
გადავაფაროთ ნაპირები ყველის გულსართს და ასეთნაირად მომზადებული დავდოთ თუნუქის
ფურცელზე; ნაპირებზე წავუსვათ კვერცხი და შევდგათ აირღუმელში გამოსაცხობად.
როდესაც შეწითლდება, ხაჭაპურის შუაგულში ჩავახალოთ მთლიანი კვერცხი და კიდევ
გავაჩეროთ ღუმელში 2-3 წუთი. შემდეგ დავადოთ კარაქის ნაჭერი და ასე ცხელ-ცხელი
მივიტანოთ სუფრაზე. (ცხელი უნდა იჭამოს.).
|