| 
				
			 
 
 
 აჭარული დაწნილი ყველი   მასალა: რძე სუფთა 1 ლ. (არასტერილიზებული) პეფსინა (пепсина) 50-70გრ. (რძის ჩასაკვეთი, იყიდება ფხვნილის სახით,
შაქრის ფხვნილთან ერთად) მარილი გემოვნებით. მომზადება: რძე არ ავადუღოთ, გავაჩეროთ 24 საათი, შემდეგ დავამატოთ პეფსინა
(пепсина) და დავდგათ თბილ ადგილას 1–1,5 საათით. ხელით შევაგროვოთ ყველის მასა
ერთ გუნდად, მოვათავსოთ ჯამზე, ამოვწიოთ „თოკისებურად" , ჩავდოთ მდუღარე
წყალში და კვლავ ამოვიღოთ სიგრძეზე. რაც უფრო თხელი (წვრილი) გამოდის „თოკი"
მით უკეთესია. მიღებული გრძელი ყველის „თოკი" დავჭრათ თანაბარ ნაწილებად და
დავახვიოთ „ნაწნავად" – სამისგან, ექვსისგან, ცხრისგან. მოვაყაროთ მარილი,
შევახვიოთ სუფთა ტილოში და მოვათავსოთ ბნელ ადგილას 2–3 დღით. |