აჭარული ჩირბული
სახელდახელო კერძებიდან ასევე
გამოსარჩევია "ჩირბულიც.” მჭადის ფქვილს და ხახვს შუშავენ კარაქში, უმატებენ
წყალს, ნიორს, მარილს და კვაწარახს, შემდეგ კი სათითაოდ ახლიან კვერცხს. ზოგი მას
ნიგოზს და უცხო სუნელსაც უმატებს. ჩირბულს
გარდა აჭარისა სამცხესა და ლაზეთშიც აკეთებენ.
|