აჭარული (ბორანო)
აჭარული სამზარეულოს ერთ-ერთი გამორჩეული
კერძია. იგი მარილიანი კარაქისა და ყველის ნაერთია. დაქუცმაცებული აჭარულ ყველზე
გამდნარ მარილიან კარაქს ასხამენ ცხლად, და ისე მიირთმევენ. ბორანო შეგვიძლია
ქართულ ფონდიუდაც ჩავთვალოთ – კარაქში ჩამდნარი ჩეჩილი ყველი, რომელსაც აჭარლები
"დაპწნილ ყველს” ეძახიან, ძალიან მსუყე და ყუათიანი კერძია. დაჭრილ ყველს
მდუღარე წყალში დაალბობენ. შემდეგ აადუღებენ იაღს – მარილიან კარაქს და შიგ
ჩაუშვებენ გადაწურულ ყველს. ზოგი ბორანოს მომზადებისას სიმინდის ფქვილს უმატებს,
ზოგი კი კარაქის ნაცვლად კაიმაღს იყენებს. როცა ყველი ცოტაა, ფქვილსა და კვერცხს
მაშინ უმატებენ ბორანოს, თუმცა ეს უფრო მის თანამედროვე სახესხვაობად შეიძლება
ჩაითვალოს.
|