9 ხერხი სლოკინის წინააღმდეგ
თუ
გემრიელი და ნოყიერი სადილის ან საუზმის შემდეგ ზომიერება არ დავიცავით ჩვენმა ორგანიზმმა შეიძლება "აურიოს” და არაერთხელ გვაგრძნობინოს დისკომფორტი. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა სლოკინი, რომელსაც იწვევს: მშრალი საჭმელი, უხვი სუფრა გვიანობამდე, მარილის ან სანელებლების სიჭარბე, ალკოჰოლი და სწრაფად ჭამა. ყველაფერ ამას შეუძლია ტაქტიდან ამოაგდოს დიაფრაგმა, გულ-მკერდის ღრუსა და მუცლის აპკის კუნთები. რამდენი ადამიანიცაა, სლოკინთან ბრძოლის იმდენი მეთოდი არსებობს, გაგაცნობთ ყველაზე ეფექტურებს.
მეთოდი
1. სუნთქვა
შეიკავეთ.
ღრმად
ჩაისუნთქეთ
და 10-15 წამი სუნთქვა შეიკავეთ. 3-4 ცდის შემდეგ, ჩვეულებრივ, სლოკინი გადის. ეფექტის გაძლიერების მიზნით, სუნთქვის შეკავების შემდეგ რაც შეიძლება ნელა ამოისუნთქეთ. არ გეხმარებათ? მაშინ სუნთვა უფრო ხანგრძლივად –
60-70 წამით
შეიკავეთ.
მეთოდი
2. დალიეთ.
ჭიქა
ცივი წყალი მაგიდის კიდეზე დადგით. ხელები ზურგისაკენ წაიღეთ და ერთმანეთს ჩასჭიდეთ. ხელების დაუხმარებლად წყალი აუჩქარებლად, პატარ-პატარა ყლუპობით დალიეთ.
მეთოდი
3. თავს მაგრად მოეხვიეთ.დიაფრაგმას (წელის ზევით მდებარეობს)
30-40 წამი
ხელები მაგრად შემოაჭდეთ.
მეთოდი
4. ბურთის
პოზა მიიღეთ.თავი წინ დახარეთ, მუხლებზე ხელები შემოიხვიეთ და მკერდს მიაბჯინეთ. რამდენიმე წუთი ამ პოზაში დაყავით. სლოკინი შეწყდება.
მეთოდი
5. სწრაფად
ისუნთქეთ.დაჯექით და 6-7 ჯერ სწრაფად და ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ.
მეთოდი
6. აცემინეთ.ეცადეთ, რამდენჯერმე დააცემინოთ. დიაფრაგმის მკვეთრად შეკუმშვა ამ დროსაც ხდება.
მეთოდი
7. ყინული
და შაქარი წუწნეთ.შეგიძლიათ ყინულის ნატეხი ან ლიმონის წილაკი წუწნოთ. ზოგიერთს ჩაის კოვზი შაქრის მშრალად ჩაყლაპვაც შველის.
მეთოდი
8. გათბით.კარგად ეხმარება გულის კოვზის მიდამოს გათბობა. ამ ადგილას რამდენიმე წუთით სათბურა დაიდეთ.
მეთოდი
9. იგნორირება
მოახდინეთ.სლოკინს ყურადღებას ნუ მიაქცევთ. რაიმე საქმით დაკავდით. თავისით გაივლის.
ისევ
ასლოკინებთ?სხვათა შორის, სლოკინი არც ისე უსაფრთხოა, როგორც ჩანს. სლოკინი შეიძლება სიმპტომი იყოს პნევმონიის, მუცლის ღრუში ანთებების, გულის კუნთის ინფარქტის, ზოგიერთი ინფექციის, ნევროლოგიური პრობლემების. სლოკინი თუ არ გადის და მტკივნეულია, საკონსულტაციოდ მიმართეთ ექიმს.
საინტერესო
ინფორმაცია:
გინესის
რეკორდების
წიგნში შევიდა ამერიკელი ჩარლზ ოსბორნი (ორჯერ იყო დაქორწინებული და 8 შვილი ჰყავდა), რომელმაც სლოკინი 1922 წელს დაიწყო და 1990 წელს შეწყვიტა.
წყარო:
sana.ge და ucnauri.com
|