ჟოლოს ტორტი
მასალა:
ცომი:
პურის ფქვილი 4–5 ს/კ.
შაქარი 4–5 ს/კ.
კვერცხი 4ც.
ვანილი 2 ჩ/კ.
სოდა დანის წვერით.
კრემი:
ნაღები 1 ჭიქა
შაქრის პუდრა 1/2 ჭიქა
შიგთავსი:
ჟოლო (მალინა) 2 ჭიქა
ჟოლოს (მალინას) ჯემი 200გრ.
შაქარი 1 ს/კ.
მომზადება:
კვერცხის ცილა და ყვითრი განვაცალკევოთ ერთმანეთისაგან. კვერცხის ცილა
აფთქვიფოთ მიქსერით გათეთრებამდე, შევათქვიფოთ შაქრი და კვერცხის გულები,
დავამატოთ ვანილი, სოდა, გაცრილი ფქვილი, კარგად ავურიოთ, ჩავასხათ
პერგამენტგადაფარებულ და ცხიმწასმულ ყალიბში და შევდგათ აირღუმელში გამოსაცხობად. (ბისკვიტის
მზადყოფნა შევამოწმოთ ხის ჩხირით, თუ ჩხირი მშრალია ესეიგი ბისკვიტი მზად არის).
კრემის მომზადება:
ნაღები ავთქვიფოთ შაქართან ერთად.
ტორტის აწყობა:
გამომცხვარი ბისკვიტი გავყოთ სამ ფირფიტად. პირველ ფირფიტას წავუსვათ
ჟოლოს ჯემი, შემდეგ წავუსვათ კრემი, მოვაწყოთ ჟოლო, მოვაყაროთ შაქარი, დავადოთ
მეორე ფირფიტა, წავუსვათ კვლავ ჯემი, შემდეგ კრემი, შემდეგ ისევ ჟოლო, მოვაყაროთ
შაქარი, დავადოთ მესამე ფირფიტა წავუსვათ კვლავ ჯემი, შემდეგ კრემი და მოვრთოთ
ჟოლოთი.
|