ვაშლის მურაბა
მასალა:
ვაშლი (ახალი და ტკბილი) 3კგ.
შაქარი 2 ჭიქა
ლიმონის ცედრა 1 ს/კ.
ფორთოხლის ცედრა 2 ს/კ.
მომზადება:
ვაშლი გავთალოთ, დავჭრათ 8 ნაწილად და ამოვაჭრათ გულები. დავყაროთ
ჯამზე, დავაყაროთ შაქარი და ჯამი კარგად გავაქანოთ (რათა შაქარი თანაბრად გადანაწილდეს
ვაშლებზე), ჯამს გადავაფაროთ ტილო და გავაჩეროთ ორი დღე ბნელ–ცივ ადგლზე. ამ დროის
განმავლობაში პერიოდულად ვამოწმებთ ვაშლებს და ფრთხილად ვურევთ. 2 დღის შემდეგ
დავდგათ გაზქურაზე, შემდეგ დავუწიოთ ცეცხლს და ვხარშოთ 10 წუთის განმავლობაში.
ხარშვის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე დავამატოთ ლიმონის და ფორთოხლის ცედრა და
კარგად ავურიოთ. ჩავასხათ ქილებში და შევინახოთ გრილ ადგილზე.
|