ვაშლის ალადები
მასალა:
პურის ფქვილი 300გრ.
კეფირი 500მლ.
კვერცხი 3ც.
კარაქი 2 ს/კ.
ლიმონის ცედრა (ლიმონის კანი გახეხილი) 1 ჩ/კ.
შაქარი 100გრ.
მარილი1/4 ჩ/კ.
გამაფხვიერებელი 5გრ.
ვაშლი 2ც.
ვანილი გემოვნებით
ზეთი შესაწვავად.
მომზადება:
ვაშლი გავასუფთავოდ (კანის და კურკებისგან) და დავჭრათ ძალიან
წვრილად. კარაქი გავადნოთ, ცოტა გავაგრილოთ, შემდეგ დავამატოთ კვერცხი, მარილი,
ვანილი, შაქარი, გამაფხვიერებელი, ლიმონის ცედრა, კეფირი, პურის ფქვილი და კარგად
ავთქვიფოთ ცომი მიქსერით (ცომს უნდა ჰქონდეს სქელი არაჟნის კონსისტენცია), შემდეგ
დავამატოთ დაჭრილი ვაშლი და ავურიოთ კოვზით.
ტაფა კარგად გავაცხელოთ, დავასხათ ზეთი და სუფრის კოვზით მოვათავსოთ ტაფაზე
მომზადებული ცომი. ალადები შევწვათ ორივე მხრიდან.
|