ვაშლატამას მურაბა
მასალა:
ვაშლატამა 1კგ.
შაქარი 1კგ.
ლიმონის წვენი და ვანილი გემოვნებით.
მომზადება:
ვაშლატამა დავჭრათ ნახევარმთვარისებულად, ჩავყაროთ ქვაბში, დავაყაროთ
შაქარი და გავაჩეროთ 1 ღამით. დილით დავდგათ გაზქურაზე და წამოვადუღოთ. შემდეგ
გამოვრთოთ გაზქურა და გავაცივოთ. საღამოს კვლავ ავადუღოთ, შემდეგ გამოვრთოთ
გაზქურა, მეორე დილით კვლავ დავდგათ გაზქურაზე და ვადუღოთ შესქელებამდე.
მომზადებამდე 5 წუთით ადრე დავამატოთ ლიმონის წვენი და ვანილი.
|