ცხვრის ხორცი ლობიოთი
მასალა:
ცხვრის ხორცი 600გრ.
ხახვი 3–4 თავი
ნიორი 6–7 კბილი
ლობიო 250გრ.
ქონდარი 1ჩ/კ.
ხმელი ქინძი 1ჩ/კ.
წითელი დაფქვილი წიწაკა და მარილი გემოვნებით
ზეთი შესაწვავად.
მომზადება:
ლობიო მოვხარშოთ, ხარშვის ბოლოს დავამატოთ მარილი. ხორცი დავჭრათ
საშუალო ზომის ნაჭრებად და შევწვათ ზეთში. ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვთუშოთ
ზეთში, დავამატოთ დანაყილი ნიორი, ქონდარი, ხმელი ქინძი და ვთუშოთ 1 წუთი. შემწვარი ხორცი მოვათავსოთ სასურველ ჭურჭელში, დავამატოთ
მოხარშული ლობიო, მოთუშული ხახვი, წიწაკა, მარილი და კარგად ავურიოთ.
|