წიწიბურას კატლეტი
მასალა:
წიწიბურა 1 ჭიქა
ნახევარი პური
ხახვი 2–3 თავი
კარტოფილი 2–3ც.
ნიორი 2–3 კბილი
პურის ფქვილი ამოსავლებად
ქინძი, წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
წიწიბურა მოვხარშოთ მარილიან წყალში (ძალიან არ გადავხარშოთ). პური
დავალბოთ ცივ წყალში, გავწუროთ და გავატაროთ ხორცსაკეპმანქანაში. კარტოფილი და
ნიორი გავასუფტავოთ და გავატაროთ, ხახვი და ქინძი დავჭრათ წვრილად. წიწიბურას
დავამატოთ გატარებული პური, კარტოფილი, ნიორი, დაჭრილი ხახვი, ქინძი, მოვაყაროთ
წიწაკა, მარილი და კარგად ავურიოთ, მომზადებული მასისგან გავაკეთოთ რგოლები,
ამოვავლოთ ფქვილში და შევწვათ ზეთში ტაფაზე ორივე მხრიდან.
|