თაფლში მოხარშული ლეღვი (აფხაზური)
მასალა:
ლეღვი 1კგ.
თაფლი 500გრ.
წყალი 2 ჭიქა.
მომზადება:
ქვაბში ჩავასხათ თაფლი და წყალი, დავდგათ გაზქურაზე და ვადუღოთ ნელ
ცეცხლზე დაახლოებით 40–50 წუთი. შემდეგ დავამატოთ გარეცხილი ლეღვი და ვხარშოთ
2–2,5 საათი ნელ ცეცხლზე.
|