თაფლის კანფეტები
მასალა:
კარაქი 30გრ.
რძე 200მლ.
შაქარი 200გრ.
თაფლი 2ს/კ.
მომზადება:
რძე ჩავასხათ ქვაბში, დავამატოთ კარაქი, შაქარი, თაფლი და დავდგათ
გაზქურაზე, განუწყვეტლივ ვურიოთ და ვადუღოთ დაახლოებით 30–35 წუთი სანამ მასა არ
შესქელდება და არ მიიღებს კარამელის ფერს. მომზადების შემდეგ ყინულის ფორმებს
(შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერი ფორმა, თუნდაც ბანბანერკის) წავუსვათ
მცენარეული ზეთი, თითოეული ფორმა ამოვავსოთ მომზადებული მასით და შევდგათ
საყინულეშ 3–4 საათით.
|