მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1366
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 19 » ტორტი
18:05
ტორტი


ტორტი

 

მასალა:

ბისკვიტი:

კვერცი 6ც.

პურის ფქვილი 6ს/კ.

შაქარი 6ს/კ.

სოდა დანის წვერით

ვანილი 1ჩ/კ.

 

კრემი:

კვერცხი 3ც.

შაქარი 1,5 ჩ/ჭ.

ფქვილი 6 ს/კ.

კარაქი 100გრ.

რძე 1,5ლ.

ვანილი 1ც.

 

დასანამი:

I ვარიანტი: 1 ჭიქა ტკბილი ჩაი+1 ს/კ კონიაკი.

II ვარიანტი: 1 ჭიქა ნებისნიერი ხილის წვენი+1 ს/კ კონიაკი.

 

მინანქარი (გლაზური):

სგუშონი 200გრ.

შავი შოკოლადი 200გრ.

შაქარი 2 ს/კ.

კარაქი 2 ჩ/კ.

ვანილი 2ც.

 

შიგთავსი:

ბანანი 4–5ც.

 

მომზადება:

ბისკვიტი:

კვერცხის ცილა და გული განვაცალკევოთ ერთმანეთისგან. ცილა ავთქვიფოთ მიქსერით გათეთრებამდე (კვერცხის ცილა უნდა გადაიქცეს თეთრ ქაფად), შემდეგ ისე რომ მიქსერი არ გავაჩეროთ ნელ–ნელა ჩავყაროთ შაქარი და ავთქვიფოთ, შემდეგ სათითაოდ ჩავყაროთ კვერცხის გულები და კვლავ ვთქვიფოთ მიქსერით, ბოლოს დავამატოთ ასევე ნელ–ნელა პურის ფქვილი, სოდა, ვანილი  და ვურიოთ ხის კოვზით ერთიანი მასის მიღებამდე. მიღებული მასა ჩავასხათ პერგამენტჩაფარებულ, ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაში (ცომი უნდა ჩავასხათ გაცხელებულ ფორმაში) და გამოვაცხოთ გაცხელებულ აირღუმელში 180* ტემპერატურაზე 20–25 წუთის განმავლობაში. (გამოცხობის პერიოდში პირველი 15–20 წუთი არ შეძლება ღუმელის კარის გამოღება, რადგან ბისკვიტი ჩავარდება) ბისკვიტის მზადყოფნა შევამოწმოთ ხის ჯოხით, ბისკვიტის ცენტრში ჩავარჭოთ ჯოხი და როდესაც ამოვიღებთ თუ ჯოხი მშრალია ე.ი ბისკვიტი მზადაა. (ბისკვიტის გამოცხობა შეგვიძლია ქვაბშიც, ამ შემთხვევაში ქვაბში ჩავაფარებთ ქაღალდს, გავაცხელებთ, წავუსვამთ კარაქს, დავდგამთ გაზქურაზე, ნელ ცეცხლზე, ჩავასხავთ ცომს ქვაბში და დავაფარებთ სახურავს, ვაცხობთ 20–30 წუთი). 

 

 

კრემი:

კვერცხის გულისა და შაქრისაგან გავაკეთოთ გოგლი–მოგლი, დავამატოთ ფქვილი, ადუღებული რძე და კარგად ავთქვიფოთ მიქსერით, დავდგათ ნელ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. დუღილისას კრემს ვურევთ განუწყვეტლივ ხის კოვზით. შემდეგ გადმოვდგათ გაზქურიდან, გავაცივოთ, დავუმატოთ მიქსერით ათქვეფილი კარაქი, ვანილი და კვლავ ავთქვიფოთ.

 

მინანქარი (გლაზური):

სგუშონი ჩავასხათ პატარა ჭურჭელში, დავამატოთ დატეხილი შოკოლადი, შაქარი და დავდგათ გაზქურაზე, როდესაც ადუღდება გადმოვდგათ გაზქურიდან, ავურიოთ ვანილი და კარაქი. (ტორტზე მოვასხათ გაგრილებული ფორმით). თუ გლაზური ძალიან სქელი გამოვიდა შეგვიძლია დავუმატოთ ადუღებული რძე.

 

ტორტის აწყობა:

გამომცხვარი ბისკვიტი გავჭრათ შუაზე, ბისკვიტის ქვედა ნაწილი დავნამოთ 0,5 ჭიქა დასანამით, წავუსვათ კრემი, კრემის მთლიან ზედაპირზე დავაწყოთ დაჭრილი ბანანი, დავაფაროთ ბისკვიტის ზედა ნაწილი, დავნამოთ დარჩენილი დასანამით  და მოვასხათ გლაზური (მინანქარი). შევდგათ მაცივარში 2–3 საათით.

კატეგორია: ტორტები | ნანახია: 2308 | დაამატა: natia | ტეგები: ტორტი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: