ტორტი „თეთრი
ღამეები"
მასალა:
ცომი:
მოცხარი მურაბა 1 ჭიქა
შაქარი 1 ჭიქა
კეფირი 1 ჭიქა
კვერცხი 3ც.
სოდა 1/2 ჩ/კ.
პურის ფქვილი 2 ჭიქა
მარილი დანის წვერით.
კრემი:
არაჟანი 300გრ.
შაქარი 0,5 ჭიქა.
მოსართავად:
დაჭრილი მიწის თხლი (ან ნიგოზი) 100გრ.
მოცხარის მურაბა გემოვნებით.
მომზადება:
მოცხარის მურაბა ჩავასხათ ღრმა ჯამში და ჩავყაროთ სოდა. ცალკე ჯამში
ავთქვიფოთ კვერცხი შაქართან ერთად გათეთრებამდე, დავამატოთ კეფირი, მარილი,
ავურიოთ, დავამატოთ მურაბიან–სოდიანი მასა, ფქვილი და კვლავ ავურიოთ (ცომი ძალიან
სქელი არუნდა გამოვიდეს). მიღებული მასა ჩავასხათ კარაქწასმულ ცოტა ფქვილმოყრილ
გამოსაცხობ ფორმაში და გამოვაცხოთ აირღუმელში 30–40 წუთი.
კრემის მომზადება:
არაჟანი ავთქვიფოთ შაქართან ერთად.
ტორტის აწყობა:
გამომცხვარი ბისკვიტი გავყოთ სამ ფირფიტად, პირველ ფირფიტას წავუსვათ
კრემი, დავაფაროთ მეორე ფირფიტა კვლავ წავუსვათ კრემი, შემდეგ დავადოთ მესამე
ფირფიტა წავუსვათ კრემი, მოვასხათ მოცხარის მურაბა და მოვაყაროთ მიწის თხილი.
შევდგათ რამოდენიმე საათით მაცივარში.
|