ტორტი „სპარტაკი"
მასალა:
ცომი:
მარგარინი 60გრ.
კვერცხი 2ც.
შაქარი 1ჭიქა
თაფლი 2 ს/კ.
რძე 8 ს/კ.
კაკაო 3 ს/კ.
სოდა 1 ჩ/კ.
პურის ფქვილი
დაახლოებით 500გრ.
კრემი:
კვერცხი 3ც.
შაქარი 1,5 ჭიქა
ფქვილი 6 ს/კ.
ქარაქი 200გრ.
რძე 1,5ლ.
ვანილი 1ც.
მომზადება:
პურის
ფქვილს დავამატოთ კაკაო, კარგად ავურიოთ. მარგარინს დავამატოთ კვერცხი, 1 ჭიქა
შაქარი, 8 ს/კ. რძე, თაფლი, სოდა, კარგად გავძრათ და წამოვადუღოთ წყლის აბაზანაზე
(ან ნელ ცეცხლზე). მიღებული მასა ცოტათი გავაცივოთ და ჩავასხათ ფქვლიან–კაკაოიან
მასაში და სწრაფად მოვზილოთ ელასტიური ცომი. მომზადებული ცომი გავყოთ 6–7 ნაწილად,
თითოეული გავაბრტყელოთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე თხლად. აირღუმელი გავაცხელოთ 200*
ტემპერატურაზე, გამოსაცხობ ფორმას წავუსვათ მარგარინი, მოვათავსოთ გაბრტყელებული
ცომი და ვაცხოთ დაახლოებით 10 წუთი თითოეული ფირფიტა. გამომცხვარი ფირფიტები
გავაცივოთ.
კრემის
მომზადება:
კვერცხის
გულისა და შაქრისაგან გავაკეთოთ გოგლი–მოგლი, დავამატოთ ფქვილი, ადუღებული რძე და
კარგად ავთქვიფოთ მიქსერით, დავდგათ ნელ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე.
დუღილისას კრემს ვურევთ განუწყვეტლივ ხის კოვზით. შემდეგ გადმოვდგათ გაზქურიდან, გავაცივოთ,
დავუმატოთ მიქსერით ათქვეფილი კარაქი, ვანილი და კვლავ ავთქვიფოთ.
ტორტის
აწყობა:
გამომცხვარი
ფირფიტები დავკრემოთ მომზადებული კრემით, თავზე მოვაყაროთ გახეხილი ყავისფერი
ვაფლი და ქოქოსის ფანტელები, გვერდებზე მოვაყაროთ გახეხილი თეთრი ვაფლი. შევდგათ
მაცივარში 10 საათით.
|