ტორტი „შავი პრინცი"
მასალა:
ცომი:
პურის ფქვილი 1 ჭიქა
შაქარი 1 ჭიქა
არაჟანი 200გრ.
კვერცხი 1ც.
კაკაო 2 ს/კ.
სოდა 1 ჩ/კ.
ვანილი გემოვნებით
ნიგოზი 50გრ.
კრემი:
არაჯანი 500გრ.
შაქრის ფხვნილი 1 ჭიქა.
გასაფორმებლად:
შავი შოკოლადი, ნუში და ნიგოზი გემოვნებით.
მომზადება:
კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ მიქსერით, დავამატოთ არაჟანი, კაკაო,
ვანილი, ფქვილი, დაჭრილი ნიგოზი, სოდა და კარგად ავურიოთ. გამოსაცხობ ფორმას
წავუსვათ კარაქი, ჩავასხათ მომზადებული ცომი და გამოვაცხოთ 180* ტემპერატურაზე გაცხელებულ
აირღუმელში. ბისკვიტის მზადყოფნა შევამოწმოთ ხის ჩხირით (თუ ჩხირი მშრალია ესეიგი
ბისკვიტი მზად არის).
კრემის მომზადება:
არაჟანი, შაქარი და ვანილი ავთქვიფოთ მიქსერით ერთანი მასის
მიღებამდე.
ტორტის აწყობა:
გამომცხვარი ბისკვიტი გადმოვიღოთ ფორმიდან, გავაცივოთ და გავჭრათ
შუაზე ორ თანაბარ ნაწილად. პირველ ნაწილს წავუსვათ მომზადებული კრემი, დავაფაროთ
მეორე ნაწილი, კვლავ წავუსვათ კრემი, მოვაყაროთ გახეხილი შოკოლადი და გავაფორმოთ
ნიგოზით და ნუშით.
|