ტორტი „შავი პრინცი"
მასალა:
ცომი:
კვერცხი 6ც.
შაქარი 300გრ.
მარგარინი 200გრ.
პურის ფქვილი 300გრ. (ან უფრო ნაკლები, ცომი უნდა გამოვიდეს სქელი
არაჟნის კონსისტენციის).
კაკაო 6 ჩ/კ.
სოდა 2 ჩ/კ.
კრემი:
არაჟანი 500მლ.
შაქარი 200გრ.
შიგთავსი:
ალუბლის უკურკო მურაბა ან კომპოტი (ან გამოვაცალოთ კურკები) 200გრ.
დასანამად კომპოტის წვენი.
შოკოლადი 100გრ.
რძე 5 ს/კ.
მომზადება:
ცომის მომზადება:
კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ გათეთრებამდე, შემდეგ დავამატოთ გამდნარი
კარაქი, ფქვილი (ფქვილს წინასწარ ავურიოთ კაკაო და სოდა) და კარგად ავურიოთ (ცომს
უნდა ჰქონდეს სქელი არაჟნის კონსისტენცია). მომზადებული ცომის ნახევარი დავასხათ
პერგამენტჩაფარებულ გამოსაცხობ ფორმაზე და გამოვაცხოთ გაცხელებულ აირღუმელში 15–20
წუთის განმავლობაში. ფირფიტის მზადყოფნა შევამოწმოთ ხის ჩხირით (თუ ჩხირი მშრალია
ესეიგი ფირფიტა მზად არის). მეორე ფირფიტაც ასევე გამოვაცხოთ.
შიგთავსის მომზადება:
მურაბას ან კომპოტს გამოვაცალოთ კურკები. შოკოლადი გავადნოთ წყლის
აბაზანაზე რძეში.
კრემის მომზადება:
არაჟანი ავთქვიფოთ შაქართან ერთად მიქსერით, ერთიანი მასის მიღებამდე.
ტორტის აწყობა:
გამომცხვარი ორი ფირფიტა დავდოთ ერთმანეთზე და გავჭრათ შუაზე (გამოვა
ოთხი ფირფიტა). თითოეული ფირფიტა დავნამოთ კომპოტის წვენით. პირველ ფირფიტაზე
დავაწყოთ ალუბლის ნახევარი, დავასხათ კრემი, დავადოთ მეორე ფირფიტა, დავასხათ
გამდნარი შოკოლადი, დავადოთ მესამე ფირფიტა, დავაწყოთ ალუბალი, მოვასხათ კრემი,
დავაფაროთ მეოთხე ფირფიტა, წავუსვათ კრემი თავზე და ირგვლივ, მოვაყაროთ გახეხილი
შოკოლადი და შევდგათ მაცივარში რამოდენიმე საათით.
|