ტორტი „შახმატის დაფა"
მასალა:
ცომი:
პურის ფქვილი 2 ჭიქა
მაიონეზი 250გრ.
სგუშონი 1 ქილა
შაქარი 150გრ.
სოდა 1 ჩ/კ.
კვერცხი 3ც.
ძმარი 1 ს/კ.
კრემი:
არაჟანი 700გრ.
შაქარი 1 ჭიქა
მინანქარი (გლაზური):
კაკაო 6 ს/კ.
შქარი 6 ს/კ.
რძე 5 ს/კ.
კარაქი 100გრ.
შიგთავსი:
ბანანი 5ც.
ქიშმიში 1 ჭიქა
ნიგოზი 1 ჭიქა.
მომზადება:
ცომის მომზადება:
კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან ერთად, დავამატოთ მაიონეზი, სგუშონი,
ავურიოთ, შემდეგ დავამატოთ სოდა ძმრით ათქვეფილი, ფქვილი და კარგად ავურიოთ,
მიღებული მასისგან გამოვაცხოთ სამი ფირფიტა (სისქით დაახლოებით 30სმ. სამივე
ფირფიტა გამოვაცხოთ ცალ–ცალკე პერგამენტჩაფარებულ, ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე
აირღუმელში.
კრემის მომზადება:
არაჟანი ავთქვიფოთ მიქსერით შაქართან ერთად ერთიანი მასის მიღებამდე.
მინანქრის (გლაზურის) მომზადება:
კაკაოს დავამატოთ შქარი, რძე, დავდგათ გაზქურაზე და ვადუღოთ
შესქელებამდე, შემდეგ გადმოვდგათ და ავურიოთ კარაქი.
შიგთავსის მომზადება:
ქიშმიშს დავასხათ ადურებული წყალი და გავაჩეროთ 15 წუთი, შემდეგ
გადავავლოთ ცივი წყალი და მოვათავსოთ ტილოზე ან სალფეთქზე (რათა წყლისგან
დაიწრიტოს). ნიგოზი დავჭრათ ძალიან წვრილად. ბანანი გავასუფთავოთ და დავჭრათ წვრილ
კუბიკებად. ყველაფერი კარგად ავურიოთ ერთმანეთში და შიგთავსი მზადაა.
ტორტის აწყობა:
ერთი ფირფიტა დავტოვოთ მთლიანი, ხოლო დანაჩენი ორი ფირფიტა დავჭტათ
კვადრატებად. მთლიან ფირფიტას წავუსვათ კრემი, კრემზე მოვათავსოთ შახმატისებურად
დავაწყოთ დაჭრილი კვადრატები, ცარიელ ადგილებში მოვათავსოთ შიგთავსი და წავუსვათ
კრემი, მეორე ფენად შიგთავსებზე დავაწყოთ
დაჭრილი კვადრატები, ხოლო ცარიელ ადგილებში შიგთავსი, ისევ წავუსვათ კრემი და ასე
გავაკეთოთ ბოლო ფენამდე. ბოლო ფენაზე კრემი წავუსვათ მხოლოდ შიგთავსს, ხოლო
კვადრატებს მოვასხათ გლაზური. ტორტის
გვერდებზე შეგვიძლია მოვასხათ გლაზური ან მოვაყაროთ დაფხვნილი ორცხობილა
(პეჩენია).
|