მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1366
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 5 » ტორტი „საოცარი კოცნა“
17:45
ტორტი „საოცარი კოცნა“


ტორტი „საოცარი კოცნა"

 

მასალა:

ცომი:

პურის ფქვილი 280გრ.

კვერცხი 6ც.

შაქარი 200გრ.

ვანილი 1ც.

დაჭრილი ნიგოზი 100გრ.

მაგარი ყავა 250მლ.

გამაფხვიერებელი 1 პაჩკა

ცოტა მარილი.

 

კრემი:

კვერცხი 3ც.

შაქარი 1,5 ჩ/ჭ.

ფქვილი 6 ს/კ.

კარაქი 200გრ.

რძე 1,5ლ.

ვანილი 1ც.

მაგარი ყვავა 2 ჩ/კ.

 

გასაფორმებლად:

მიწის თხილი, ქოქოსის ფანტელები ან თეთრი გახეხილი შოკოლადი.

 

მომზადება:

კვერცხის ცილა და გული (ყვითრი) განვაცალკევოთ ერთმანეთისგან. ცილა შევინახოთ საყინულეში. კვერცხის გული, შაქარი და ვანილი ავთქვიფოთ მიქსერით გათეთრებამდე, შემდეგ დავამატოთ პურის ფქვილი (პურის ფქვილი წინასწარ გავცრათ და ავურიოთ მარილი და გამაფხვიერებელი), ნელ–ნელა დავამატოთ ნიგოზი, ყავა და კარგად ავურიოთ ერთანი მასის მიღებამდე. გამოვიღოთ საყინულიდან კვერცხის ცილა, კარგად ავთქვიფოთ მიქსერით გათეთრებამდე, დავუმატოთ მომზადებულ ფქვილიან მასას და ფრთხილად ავურიოთ. მომზადებული ცომი ჩავასხათ კარაქწასმულ და სუხარმოყრილ გამოსაცხობ ფორმაში და გამოვაცხოთ 200* ტემპერატურაზე 15–20 წუთის განმავლობაში.

 

კრემის მომზადება:

კვერცხის გულისა და შაქრისაგან გავაკეთოთ გოგლი–მოგლი, დავამატოთ ფქვილი, ადუღებული რძე და კარგად ავთქვიფოთ მიქსერით, დავდგათ ნელ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. დუღილისას კრემს ვურევთ განუწყვეტლივ ხის კოვზით. შემდეგ გადმოვდგათ გაზქურიდან, გავაცივოთ, დავუმატოთ მიქსერით ათქვეფილი კარაქი, ვანილი, ყავა და კვლავ ავთქვიფოთ.

 

ტორტის აწყობა:

მომზადებული ბისკვიტი გავყოთ შუაზე ორ ნაწილად. პირველ ნაწილს წავუსვათ კრემი, დავაფაროთ მეორე ნაწილი, კვლავ წავუსვათ კრემი, მოვაყაროთ ქოქოსის ფანტელები თავზე და ირგვლივ. თავზე მოვაყაროთ მიწის თხილი.

კატეგორია: ტორტები | ნანახია: 1620 | დაამატა: natia | ტეგები: ტორტი „საოცარი კოცნა“ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: