ტორტი „ჩვენებურები"
მასალა:
ცომი:
პურის ფქვილი 7 ს/კ.
კვერცხი 7ც.
შაქარი 7 ს/კ.
სოდა დანის წვერით.
შიგთავსი:
მარწყვი 2 ჭიქა
სგუშონი 1 ქილა
ნაღები 1 ქილა.
გლაზური:
შაქარი 3 ჭიქა
კვერცხის ცილა 3ც.
წყალი 1/2 ჭიქა.
გასაფორმებლად:
კივი, მარწყვი და ორცხობილა (პეჩენია) გემოვნებით.
მომზადება:
კვერცხის ცილა და ყვითრი განვაცალკევოთ ერთმანეთისაგან. კვერცხის ცილა
აფთქვიფოთ მიქსერით გათეთრებამდე, შევათქვიფოთ შაქრი და კვერცხის გულები,
დავამატოთ ვანილი, სოდა, გაცრილი ფქვილი, კარგად ავურიოთ, ჩავასხათ
პერგამენტგადაფარებულ და ცხიმწასმულ ყალიბში და შევდგათ აირღუმელში გამოსაცხობად. (ბისკვიტის
მზადყოფნა შევამოწმოთ ხის ჩხირით, თუ ჩხირი მშრალია ესეიგი ბისკვიტი მზად არის).
კრემის მომზადება:
ნაღები ავთქვიფოთ სგუშონთან ერთად მიქსერით, ერთიანი მასის მიღებამდე.
გლაზურის მომზადება:
შაქარი გავხსნათ წყალში და წამოვადუღოთ. კვერცხის ცილა ავთქვიფოთ
მიქსერით გათეთრებამდე, შემდეგ ნელ–ნელა დავამატოთ ცხელი შაქრის სიროფი და კარგად
ავურიოთ.
ტორტის აწყობა:
გამომცხვარი ბისკვიტი გავჭრათ
შუაზე, წავუსვათ კრემი, მოვაწყოთ მარწვი (შაქრიანი) შემდეგ წავუსვათ გლაზური,
დავაფაროთ მეორე ნაწილი, წავუსვათ კრემი, გავაფორმოთ მარწყვით და კივით
გვერდენებზე მოვაყაროთ დაბხვნილი ორცხობილა.
|